საქართველოს გენერალურ პროკურატურაში ამ წუთებში საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, ლაშა დარსალიას გამოკითხვა მიმდინარეობს. არსებული ინფორმაციით, დარსალიას დავით გარეჯთან დაკავშირებით კითხავენ. კარტოგრაფების საქმეს დღეს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები გამოეხმაურნენ. ისინი დაკავებული კომისიის წევრების, ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას გათავისუფლებას ითხოვენ.