დღეიდან საქართველოს მოქალაქეებს ქვეყანაში დაბრუნებისას PCR ტესტის ქონის შემთხვევაში კარანტინის გავლა აღარ მოუწევთ

21 ოქტომბერი 2020, 11:35 1007 ნახვა

მთავრობის  ადმინისტრაციის  უფროსის განცხადებით, დღეიდან ძალაშია წესი, რომლის თანახმადაც საქართველოს მოქალაქეებს ქვეყანაში შემოსვლისას PCR ტესტის ქონის შემთხვევაში მოუწევთ თვითიზოლაციაში გადასვლა კარანტინის ნაცვლად.

"აქაც იყო სპეკულაციები. სიმართლე არის შემდეგი, ეს ადამიანები, რომლებიც შემოვლენ PCR ტესტით და ეს ეხება ნებისმიერი ქვეყნიდან შემოსულ საქართველოს მოქალაქეებს, აქ არ იგულისხმება მხოლოდ ის ქვეყნები, რომლებთანაც ნაცვალგების პრინციპის საფუძველზე გვაქვს ურთიერთობა, ტესტის ფლობის შემთხვევაში წავლენ თვითიზოლაციაში ნაცვლად კარანტინისა"-განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი