დღეს, 21 ოქტომბერს, "ევროპული საქართველოს" ორგანიზებით ბათუმში, თბილისსა და სხვა დიდ ქალაქებში ავტომობილებით აქცია - "დაუპიპინე ბიძინას" იმართება.
პარტიის წევრები ბათუმში ოფისთან შეიკრიბნენ და ავტომობილების კოლონა თბილისისკენ დაიძრა.
მანქანებზე დაკრული ჰქონდათ სპეციალური სტიკერები - დაუპიპინე ბიძინას.
ბათუმის პარალელურად აქცია თბილისში საკრებულოს შენობასთან დაიწყება, რის შემდეგაც მოქალაქეები "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს ცენტრთან გადაინაცვლებენ.
დედაქალაქში შემაჯამებელი აქცია 20:00 საათზე ჩატარდება.