ამერიკელი საზღვაო ქვეითები „ღირსეული პარტნიორის“ მედლით დააჯილდოვეს

20 ოქტომბერი 2020, 14:41 973 ნახვა

ქართველმა მშვიდობის მყოფელებმა ამერიკელი საზღვაო ქვეითები „ღირსეული პარტნიორის“ მედლით დააჯილდოვეს. ამერიკელმა სამხედროებმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ახალი უწყებრივი მედალი საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის სამხედრო თანამშრომლობის განვითარების საქმეში შეტანილი წვლილისთვის მიიღეს. პირველი ქვეითი ბრიგადის მე-13 ბატალიონი „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიას ივლისის თვიდან ასრულებს. ბატალიონის ამოცანას ბაგრამის საავიაციო ბაზის უსაფრთხოების დაცვა წარმოადგენს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი