პარტია ,,ქართული მარში- ეროვნულმა მოძრაობამ“ აჭარაში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა. ბათუმის ოლქში საპარლამენტო მანდატისათვის თემურ მახარაძე იბრძოლებს. მაღალმთიან აჭარასა და ხელვაჩაურში პარტიამ ნაბი დოლიძე დაასახელა. ქობულეთის ოლქში კი არჩევანი თენგიზ ჯაფარიძეზე შეჩერდა. აჭარის უმაღლეს საბჭოს მაჟორიტარობის კანდიდატი ბათუმში მიხეილ მახარაძე იქნება, ქობულეთში გია გოგიტიძე, რაც შეეხება ხელვაჩაურსა და მაღალმთიანეთზე აქ პარტიამ არჩევანი ავთანდილ დიასამიძეზე შეაჩერა, რომელიც უმაღლესი საბჭოს სიის პირველი ნომერიცა.