გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზეა თავდაცვის ყოფილი მინისტრი მინდია ჯანელიძე. ყოფილი მაღალჩინოსანი გამოძიების კითხვებს დავით გარეჯის საქმეზე პასუხობს. კარტოგრაფების გახმაურებულ საქმეზე გენერალურმა პროკურატურამ საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი ივერი მელაშვილი და სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა დააკავა, ისინი წინასწარ პატიმრობაში იმყოფებიან.