არჩევნებისთვის ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების შესახებ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორის კომისიასა და 13 არასამთავრობო ორგანიზაციას შორის ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმზე ხელმომწერი მხარეები თანხმდებიან, რომ საარჩევნო კოდექსის 45-ე, 48-ე და 49-ე მუხლების ქვემოთ მოყვანილი ნორმები მათ მიერ განმარტებულია მემორანდუმის ტექსტის შესაბამისად და ადმინისტრაციული და სასამართლო წარმოების დროს იხელმძღვანელებენ მემორანდუმში მითითებული განმარტებებით.