მარნეულის ინციდენტი - დაკავებული 6 პირი

13 ოქტომბერი 2016, 00:00 4246 ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 8 ოქტომბერს, მარნეულის რაიონის სოფელ ყიზილაჯლოში, 48-ე საარჩევნო უბანზე, საარჩევნო კომისიისთვის ხელისშეშლის და პოლიციელებისთვის წინააღმდეგობის გაწევის ფაქტებზე 6 პირი დააკავეს. მომხდართან  დაკავშირებით გამოძება სისხლის სამართლის კოდექსის 162-ე პრიმა მუხლით მიმიოდნარეობს, რაც კენჭისყრის შენობაში საარჩევნო კომისიის განთავსების ადგილას ძალადობას ან ძალადობის მუქარას გულისხმობს. უწყებაში განაცხადებს, რომ  სამართალდამცველები ინციდენტში მონაწილე სხვა პირების დადგენა-დაკავების მიზნით ინტენსიურ ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებებს აწარმოებენ.  შსს-ში არ ადასტურებენ დაკავებულების ახლობლების განცხადებას, რომ მათ დაკავებისას ფიზიკურად გაუსწორდნენ. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი