მუნიციპალური სამსახურები ტრანსპორტში პირბადეების ტარების წესს მკაცრად გააკონტროლებენ - არჩილ ჩიქოვანი

16 ოქტომბერი 2020, 15:31 1007 ნახვა

არჩილ ჩიქოვანმა ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, მერიის სამსახურის ხელმძღვანელებთან შეხვედრა გამართა.

მერის მოვალეობის შემსრულებლის განცხადებით, 19 ოქტომბრიდან ბათუმში მუნიციპალური და საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა განახლდება. შესაბამისად, მუნიციპალურმა სამსახურებმა სრული სიმკაცრით უნდა განახორციელონ კონტროლი ტრანსპორტში პირბადეების ტარებასთან დაკავშირებით, როგორც მგზავრებთან, ასევე მძღოლებთან მიმართებაში.

"მოვუწოდებ ყველას, გამოიჩინონ თავისი წილი პასუხისმგებლობა და გაითვალისწინონ ეპიდემიოლოგების რეკომენდაციები. პირბადის ტარება ქვეყანაში არის სავალდებულო, ამით ჩვენ დავიცავთ როგორც საკუთარ, ასევე ჩვენი ახლობლების სიცოცხლეს“ - განაცხადა არჩილ ჩიქოვანმა.

არჩილ ჩიქოვანმა ასევე მიმართა მგზავრგადამყვანი კომპანიებისა და ,,ავტოტრანსპორტის“ ხელმძღვანელებს, მაქსიმალურად გაითვალისწინონ რეგულაციები, ყოველდღიურ რეჟიმში მოხდინონ ტრანსპორტის სპეციალური და სადეზინფექციო ხსნარებით დამუშავება.

,,კიდევ ერთხელ განვმეორდები, სანამ ტრანსპორტში ამოსული ყველა მგზავრი არ გაიკეთებს პირბადეს, მძღოლს უფლება აქვს არ დაძრას ტრანსპორტი. წესრიგის დაცვის პროცესში ჩართულები უნდა იყვნენ მძღოლები და რა თქმა უნდა, კონტროლისა და მონიტორინგის მიმართულებით, მუნიციპალური ინსპექცია “- განაცხადა არჩილ ჩიქოვანმა.

მისივე განცხადებით, ვინაიდან ამ ეტაპზე საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო პროცესი არ აღდგა, დროულად უნდა განხორციელდეს ოქტომბრის სასურსათო პაკეტების დარიგება და მაქსიმალურად უნდა იყოს დაცული საკოორდინაციო საბჭოს მიერ გაცემული რეკომენდაციები

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი