ხულოს საკრებულოს სხდომა

16 ოქტომბერი 2020, 12:06 1839 ნახვა

ხულოს მუნიციპალიტეტის  საკრებულო საჭიროების შემთხვევაში  მომავალი თვიდან სხდომებს დისტანციურ რეჟიმში ჩაატარებს. ნორმატიული აქტი  დეპუტატებმა სხდომაზე დაამტკიცეს.  რაც გულისხმობს იმას, რომ უსაფრთხოების ნორმების დაცვიდან გამომდინარე, შეხვედრები ზუმით  ონლაინ რეჟიმში ჩატარდება.  ასევე საკრებულოს გადაწყვეტილებით, სოფელ ღორჯომში 890 ათასი კვ.მ  მიწის ნაკვეთის  აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს გადაეცა, სადაც სპორტული დარბაზის მშენებლობაა დაგეგმილი. სხდომას ოპოზიცია არ ესწრებოდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი