ბათუმის საკრებულოს სხდომა

16 ოქტომბერი 2020, 12:06 1440 ნახვა

ბათუმის საკრებულოს გადაწყვეტილებით  გარემოვაჭრეები  წლის ბოლომდე გადასახადებისგან თავისუფლდებიან. საკრებულოს სხდომაზე ითქვა, რომ გადაწყვეტილება პანდემისას შექმნილი მდგომარეობის გამო მიიღეს. ასევე საკრებულოს წევრებმა იმსჯელეს   მუნიციპალური ტრასპორტის  მოძრაობის ახალ სქემაზე, რომლის მიხედვითაც გარკვეული მიკროავტობუსის მოძრაობის მიმართულება შეიცვლება.  ასევე დამტკიცდა დადგენილება, რომლის მიხედვითაც  მაიაკოვსკის ქუჩაზე კერძო საკუთრებაში არსებულ გარკვეულ ტერიტორიას შერეული ზონის სტატუსი ექნება. მდინარე ჭოროხის მიმდებარე ტერიტორია კი სამრეწველო ზონად დაზუსტდა. დამტკიცდა მწვანე ქალაქების სამოქმედო გეგმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში