საპარლამენტო კონტროლი კონსტიტუციისა და პარლამენტის რეგლამენტის რეფორმის შემდეგ“ -საიამ ანგარიშის პრეზენტაცია გამართა. იგი 2019 წლის და მიმდინარე წლის საგაზაფხულო სესიის საქმიანობას მოიცავს. კვლევის ფარგლებში გამოკვლეულია ინტერპელაცია, სამთავრობო საათი, მინისტრების ანგარიში, საკომიტეტო კონტროლი. არასამთავრობო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ საპარლამენტო კონტროლი ახალი რეგლამენტის შემდეგ გაუმჯობესებულია, თუმცა ხარვეზები მაინც არის. ანგარიშის მიხედვით, ერთ- ერთი რეკომენდაცია გულისხმობს სამთავრობო საათის შემოღებას, რომელიც ორ კვირაში ერთხელ უნდა ჩატარდეს.