გასული 24 საათის განმავლობაში აჭარაში დადასტურდა კორონავირუსით ინფიცირების 342 ახალი შემთხვევა. გარდაიცვალა ორი პაციენტი, გამოჯანმრთელდა 169 კოვიდდადებითი პირი.
სამინისტროს ინფორმაციით, გარდაიცვალა 63 წლის კაცი და 55 წლის ქალი.
რეგიონის Covid კლინიკებში 567 პაციენტი მკურნალობს, 15 არასრულწლოვანი და 26 ორსული. რეანიმაციაში მოთავსებულია 55 მოქალაქე. უწყების ცნობით, ამ ეტაპზე თავისუფალია 46 საწოლი.
Covid სასტუმროებში რჩება 822 პირი, არასრულწლოვანი - 76. აჭარაში ბინაზე 1200-მდე პირი იმყოფება.