ბათუმში რამდენიმე ქუჩა ისევ ჩაიკეტა

15 ოქტომბერი 2020, 18:38 513 ნახვა

ბათუმში კიდევ რამდენიმე ქუჩა ჩაიკეტა. ჭავჭავაძის ქუჩის ნაწილი დილიდან შემოსაზღვრულია და ტერიტორია მეორედ უნდა გადაითხაროს. ცალმხრივი მოძრაობის გამო ხშირად იქმნება საცობები, რის გამოც მძღოლებს, როგორც ამბობენ გადაადგილების პრობლემები ექმნებათ. რატომ დაჭირდა განმეორებითი სამუშაოების ჩატარება კონკრეტულ მონაკვეთს და სულ რამდენი ქუჩაა ჩაკეტილი.

მერიის ინფორმაციით აბუსერიძის ქუჩიდან ლორიას ქუჩამდე არსებულ მონაკვეთში წყალარინების კოლექტორის მშენებლობა იწყება, რომელიც 2 თვეში უნდა დასრულდეს. სამუშაოები ეტაპობრივად სხვადასხვა მონაკვეთზე გაგრძელდება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში