ფერდსამაგრი სამუშაოები

13 ოქტომბერი 2016, 00:00 3000 ნახვა

შუახევში სოფელ ზედაყანისა და ტაკიძეების მოსახლეობა შეჩერებული ფერდსამაგრი სამუშაოების დროულად აღდგენას ითხოვს. ადგილობრივების თქმით, ოთხმოც ოჯახთან დამაკავშირებელ გზაზე სატვირთო ავტომობილები ვერ გადაადგილდებიან. სამუშაოების დროულად დასრულებას მოითხოვს მოსიძეების რვა წევრიანი ოჯახიც, რომელიც გეოლოგიური დასკვნის საფუძველზე მეწყერსაშიშ ზონაში ცხოვრობს.  აჭარის საგზაო დეპარტამენტის წარმომადგენელის თქმით, სამუშაოები უახლოეს დღეებში განახლდება და თვის ბოლოსთვის დასრულდება.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი