კორონა აჭარაში ჯერ ისევ ერთ ადგილს ტკეპნის

14 ოქტომბერი 2020, 20:11 1441 ნახვა

ბოლო 24 საათში რეგიონში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა ისევ აჭარბებს ახალი ინფიცირებულების რიცხვს და დადასტურებული შემთხვევები 189-ით გაიზარდა, რაც გუშინდელ მაჩვენებელთან შედარებით 18-ით ნაკლებია. 4 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა რესპუბლიკურ საავადმყოფოში, მედიკოსების განმარტებით ოთხივე მძიმე მდგომარეობაში იყო, ამ დროისთვის კლინიკაში 6 კრიტიკული და 44 მძიმე პაციენტი მკურნალობს.

ასევე გაჩნდა კორონავირუსის ახალი კლასტერი, ფოთის სამკერვალო ფაბრიკაში ვირუსი 100-ზე მეტს თანამშრომელს დაუდასტურდა.

ფაბრიკა „აჭარა” კომპანია „აჭარა ტექსტილს” ეკუთვნის. სამკერვალოს 1300 თანამშრომელი ჰყავს, ფაბრიკამ ერთი კვირით შეაჩერა მუშაობა.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში