ხელვაჩაურის მერის სკანდალური ჩანაწერი - "ქართული ოცნების" შეფასება

14 ოქტომბერი 2020, 18:06 1781 ნახვა

დადგება თუ არა ხელვაჩაურის არჩეული მერის იმპიჩმენტის საკითხი, მეორე დღეა ამ საკითხზე პოზიცია არ დაუფიქსირებია ხელვაჩაურის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელს. მალხაზ სალვარიძის პირად მობილურ ნომერზე სხვა გვპასუხობს და ამბობს, რომ ადრესატი ადგილზე არ იმყოფება. რაც შეეხება ქართულ ოცნებას, აქ აცხადებენ, რომ მერის მიერ ჟურნალისტის მისამართით გინებას გმობენ.

ტიტე აროშიძე ამბობს, რომ სრული სურათი საკითხზე მაშინ იქნება როდესაც სატელეფონო ჩანაწერის სრულ ვერსიას მოისმენენ.

ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი აცხადებს, რომ პარტიაში საკითხზე იმსჯელეს, თუმცა მისი თქმით, თვითმმართველი ორგანოს საქმიანობაში ვერ ჩაერევიან.

შეგახსენებთ ხელვაჩაურის მერმა ონლაინ-გამოცემა ბათუმელების ჟურნალისტს აგინა. ჯუმბერ ვარდმანიძემ გუშინ განაცხადა, რომ სატელფონო საუბრის დროს ემოციებს აჰყვა, რასაც ნანობს.

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი