ბათუმის წყლის დირექტორი საგამოძიებო უწყებაში მიწისქვეშა მილის ქურდობის ფაქტზე გამოკითხეს. მარიკა გვიანიძე სატელევიზიო კომენტარს არ აკეთებს. კომპანიის იურისტის განმარტებით, ქურდობის ფაქტის გამოძიების თხოვნით, ბათუმის წყალმა პოლიციას ერთი კვირის წინ მიმართა და დირექტორთან ერთად თანამშრომლებიც გამოიკითხნენ. საუბარია თუჯის , წყალანირების ორ 500-500 მეტრიან მილებზე, რომლებიც დაიკარგა და ის განთავსებული იყო მიწის ქვეშ აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიდან ადლიის გამწმენდ ნაგებობამდე. ბათუმის წყალში აცხადებენ, რომ თუჯის მილები უფუნქციო იყო და არსებული საეჭვო გარემოებების გამო მიმართეს პოლიციას. შსს ინფორმაციით ქურდობის ფაქტს გამოძიება მიმდინარეობს.