''ევროპული საქართველოს'' ოფისს აგურები დაუშინეს, დააზიანეს ბანერი - ოთარ კახიძე

14 ოქტომბერი 2020, 10:55 1104 ნახვა

''ევროპული საქართველოს'' ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატი ამბობს, რომ პარტიის ოფისი დააზიანეს. ოთარ კახიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ თამარ მეფის ქუჩაზე მის შტაბს გვიან ღამით ქვები დაუშინეს. პოლიტიკოსი ვიდეოს და ფოტო მასალასაც აქვეყნებს.

''გუშინ ჩვენ ოფისს აგურები დაუშინეს. დააზიანეს ბანერი, მინების ჩამსხვრევა ვერ შეძლეს, რადგან ბრონირებული იყო. იმედი მაქვს, პოლიცია დროულად დაადგენს თავდამსხმელის ვინაობას. პოლიტიკური პარტიები ერთმანეთს იდეებით და პროგრამებით უნდა ეჯიბრებოდნენ და არა აგურებით, ქვებით და მუშტი-კრივით. ეს ძალადობრივი გარემო უნდა შევცვალოთ 31 ოქტომბერს'' - დაწერა სოციალურ ქსელში ოთარ კახიძემ.

ქუთაისში მომხდარი ინციდენტის გამო ამ დრომდე არავინ დაუკავებიათ.

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი