საქართველოს ნაკრები დღეს ჩრდილოეთ მაკედონიას დაუპირისპირდება

14 ოქტომბერი 2020, 10:25 1576 ნახვა

საქართველოს ნაკრები დღეს უეფას ერთა ლიგის C დივიზიონის მე-4 ტურში სკოპიეში, ჩრდილოეთ მაკედონიას დაუპირისპირდება. ამ დროსითვის 5-5 ქულით საქართველო და ჩრდილეთ მაკედონია ჯგუფის ლიდერები არიან.

ვლადიმერ ვაისს საქართველოს ნაკრებში სერიოზული საკადრო პრობლემები აქვს. ტრავმების გამო ნაკრებს გურამ კაშია და ოთარ კაკაბაძე გამოაკლდნენ, გუნდს ვერც დავით ხოჭოლავა და გიორგი ჩაკვეტაძე დაეხმარებიან.

სომხეთთან მატჩის შემდეგ წინასწარი შეთახნებით გიორგი აბურჯანიამ ნაკრები დატოვა და კლუბში დაბრუნდა. წინა მატჩში მიღებული ყვითელი ბარათის გამო კი ჯაბა კანკავა დისკვალიფიცირებულია. გუშინ ღამით სფფ-ის პრესსამსახურის ცნობით, თორნიკე ოქრიაშვილს მცირე ტრავმა აქვს და მოედანზე ვერ გავა.

თავის მხრივ პრობლემებია ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებშიც, რომელსაც გუნდის ლიდერი ენის ბარდი ჰყავს დისკვალიფიცირებული. ელიფ ელმასი კორონავიუსის გამო საერთოდ შეკრებაზეც არ არის. გარდა ამისა, ტრავმების გამო საქართველოსთან დავიდ ტოშევსკი, ეგზონ ბეიტულაი, ფეჰრან ჰასანი და არიენ ადემი, ვერ ითამაშებენ.

ერთი თვის წინ ამ ნაკრებებს შორის თბილისში გამართული შეხვედრა ფრედ 1-1 დასრულდა. გარდა დღევანდელი დაპირისპირებისა საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ მაკედონიას ევროპის ჩემპიონატის ფლეი-ოფის ფინალში 12 ნოემბერს დაუპირისპირდება. აქვე გეტყვით, რომ საქართველოს ნაკრებს ერთა ლიგაზე არასდროს წაუგია ‘’ჯვაროსნებს’’ 6 მოგება და 3 ფრე აქვს. საქართველოს გარდა ერთა ლიგაზე წაუგებელი სერია მხოლოდ ამ ტურნირისა და ევროპის მოქმედ ჩემპიონს პორტუგალიის ნაკრებს აქვს.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ჩრდილოეთ მაკედონიის წინააღმდეგ: მეკარეები: გიორგი ლორია (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), გიორგი მაკარიძე (ალმერია, ესპანეთი), ლაზარე კუპატაძე (საბურთალო, თბილისი, საქართველო) მცველები: გია გრიგალავა (არსენალი, ტულა, რუსეთი), სოლომონ კვირკვრლია (როტორი, ვოლგოგრადი, რუსეთი), ნიკა მალი (საბურთალო, თბილისი, საქართველო), ჯიმი ტაბიძე (უფა, რუსეთი), ლაშა დვალი (ფერენცვაროში, ბუდაპეშტი, უნგრეთი), მამუკა კობახიძე (დინამო, ბათუმი, საქართველო), გიორგი ნავალოვსკი (დინამო, ბათუმი, საქართველო) ნახევარმცველები: ნიკა კვეკვესკირი (ტობოლი, კოსტანაი, ყაზახეთი), მურთაზ დაუშვილი (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), ლევან შენგელია (კონიასპორი, თურქეთი), საბა ლობჟანიძე (ანკარაგუჯუ, თურქეთი), ხვიჩა კვარაცხელია (რუბინი, ყაზანი, რუსეთი), ვაკო გვილია (ლეგია, ვარშავა, პოლონეთი), ჯაბა ჯიღაური (დინამო, ბათუმი, საქართველო), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, გრაცი, ავსტრია) თავდამსხმელები: გიორგი ქვილითაია (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), ვაკო ყაზაიშვილი (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ), ელგუჯა ლობჯანიძე (კაისარი, ყაზახეთი), ნიკა კაჭარავა (ლეხი, პოზნანი, პოლონეთი). 

ჩრდილოეთ მაკედონიისა და საქართველოს ნაკრებთა საფეხბურთო დაპირისპირება 14 ოქტომბერს, თბილისის დროით 22:45 დაიწყება. შეხვედრა გულშემატკივართა გარეშე ჩატარდება. მატჩის რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში