კოვიდ ვითარება საქართველოში

09 ოქტომბერი 2020, 14:48 1506 ნახვა

24 საათის განმავლობაში კორონავირუსისგან საქართველოში 6 ადამიანი გარდაიცვალა, მათგან 2 აჭარაში. პაციენტები ქობულეთის სამედიცინო ცენტრში იყვნენ მოთავსებული. აჭარაში კოვიდ 19-ით გამოწვეული სიკვდილიანობის მაჩვენებელი მაღალია. რჩება თუ არა მძიმე პაციენტების მართვა მთავარ გამოწვევად - ჯანდაცვის სამინისტროში ამბობენ, რომ სისტემას აქვს რესურსი და ლეტალური შემთხვევების შესამცირებლად ყველაფერი კეთდება. ჯანდაცვის სამინისტრო მოუწოდებს ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტებს, სიმპტომებზე მოახდინონ სწრაფი რეაგირება და 112-ს  დროულად მიმართონ.

თამილა ზოიძე
პროდიუსერი

ამავე კატეგორიაში