მარნეულში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. ოთხ ბრალდებულს პროკურატურა თეიმურაზ შუბითიძეზე განხორციელებულ ძალადობას ედავება.
დაცვის მხარემ მოსამართლის აცილების შუამდგომლობა დააყენა, ვინაიდან ბრალდებულები ამ მოსამართლის განჩინების საფუძველზე არიან დაკავებული, თუმცა არ დაკმაყოფილდა.
ბრალდების მხარე დაკავებულებისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდებას ითხოვს, რადგან არსებობს მიმალვის საფრთხე.