საქართველოში კორონავირისის 472 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

08 ოქტომბერი 2020, 11:10 1323 ნახვა

საქართველოში კორონავირისის 472 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა საერთო მაჩვენებელი 10225-მდე გაიზარდა. მათ შორის გამოჯანმრთელებული - 5553 მოქალაქე.

გარდაცვლილთა რიცხვი დღეს კიდევ სამით გაიზარდა და 66 გახდა. 

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5574 პირი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 836 ადამიანი. ​კოვიდ სასტუმროში 1338 მოქალაქე რჩება. 

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის განცხადებით, აჭარაში კორონავირუსის 230 ახალი შემთხვევაა, ასევე ინფიცირების მაჩვენებელი იზრდება თბილისში. 

„ძალიან საყურადღებოა, სიფრთხილე გვჭირდება, თბილისში იმატებს შემთხვევები, ჯერ არ არის დრამატული, მაგრამ ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ. იცით, რომ პირველ სექტემბრამდე სულ 1 510 ინფიცირებული იყო, თვენახევარიც არ არის გასული და უკვე 8 000-ს ასცდა. აუცილებლად უნდა დავიცვათ რეგულაციები, სიფრთხილე გვჭირდება. სხვა რეგიონებში შემთხვევები შემცირდა. ერთადერთთი მატება ამ ეტაპზე შეიმჩნევა თბილისში, ასეთი დიდი ქალაქისთვის 134 ბევრი არ არის, მაგრამ უნდა ვიყოთ ყურადღებით“, – განაცხადა მარინა ენდელაძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში