მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარის მრჩეველ თემურ შუბითიძეზე განხორციელებული ძალადობის ფაქტზე 4 ადამიანი დააკავეს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მათ 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. ,,გამოძიების ინფორმაციით, მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარის მრჩეველი, 30 სექტემბერს, კუთვნილი ავტომობილით ზემო ფონიჭალა-მარნეულის გზატკეცილზე მოძრაობდა, რა დროსაც მის ავტომანქანას მიზანმიმართულად შეაჯახეს "ოპელის" მარკის ავტომობილი, რომლითაც ბრალდებულები გადაადგილდებოდნენ. მათ თემურ შუბითიძეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. - ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.