ხელვაჩაურის მერი: თედორაძეების ოჯახს გეოლოგიურ შესწავლაზე მომართვიანობა არ ჰქონდა

05 ოქტომბერი 2020, 18:09 1389 ნახვა

სოფელ ჯოჭოში მომხდარი ტრაგედიის შემდეგ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერი ამბობს, რომ თედორაძეების ოჯახს ტერიტორიის გეოლოგიური შესწავლა მოთხოვნილი არ ჰქონდა. ჯუმბერ ვარდმანიძე აცხადებს, რომ საარქივო დოკუმენდაციაზე მუშაობა დასრულდა და პასუხისმგებლობა არავის დაკისრებია. ხელვაჩაურის მერი ამბობს, რომ აღნიშნულ სოფელში არა ერთი   მეწყერსაშიში კერაა, მათ უწყება ვითარების შესწავლის და გეოლოგების დასკვნის საფუძველზე ეხმარება. სოფელ ჯოჭოში, პირველ ოქტომბერს ძლიერი წვიმის შედეგად მეწყერი გააქტიურდა და მთიდან მიწის მასა ჩამოიშალა. შემთხვევას 5 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში