„ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა საარჩევნო კამპანია შეწყვიტა - შვილს კორონავირუსი დაუდასტურდა

05 ოქტომბერი 2020, 11:01 1554 ნახვა

„ქართული ოცნების“ ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ტიტე აროშიძემ დროებით საარჩევნო კამპანია შეწყვიტა. ის თვითიზოლაციაში იმყოფება. ტიტე აროშიძის შვილს კორონავირუსი დაუდასტურდა. 

მისი თქმით, ბავშვს სიცხე ჰქონდა, ჩაუტარდა პისიარ ტესტირება და პასუხი დადებითი იყო. ამ ეტაპზე კი დაავადება უსიმპტომოდ მიმდინარეობს. 

რაც შეეხება ტიტე აროშიძის კვლევის შედეგებს, კანდიდატი ამბობს, რომ მისი პასუხი უარყოფითი იყო. საარჩევნო კამპანიას კი იზოლაციის ვადის გასვლის შემდეგ, სავარაუდოდ, ხუთშაბათს დაუბრუნდება. 

''დაახლოებით შვიდი დღის წინ ბავშვს სიცხე მისცა, მეორე დღეს ტესტირებაზე გადავიყვანეთ და მესამე დღეს ჰქონდა პასუხი, რომ იყოს დადებითი. მე საარჩევნო კამპანიიდან გამომდინარე ისედაც ნაკლები შეხება მქონდა ბავშვთან, მაგრამ მაინც ჩავიტარე ტესტირება და უარყოფითი პასუხის მიუხედავად გადავწყვიტე, რომ იზოლაციაში გადავსულიყავი. ამ პერიოდის განმავლობაში რა თქმა უნდა არ ვხდებოდით მოქალაქეებს. 

ეტაპობრივად სამ დღეში ერთხელ მე და რესან კონცელიძე ტესტირებას ვიტარებთ, ყოველდღიურად ათობით ადამინს ვხვდებით და პასუხიმგებლობა გვაქვს ამომრჩევლის წინაშე. 

რაც შეეხება ბავშვს ის ამ ეტაპზე უსიმპტომოა. მედიკოსებთან გვაქვს მუდმივი კომუნიკაცია. პისიარ ტესტირება ჩაიტარა დედამაც და ვირუსი არც მას უდასტურდება'' - განაცხადა ტიტე აროშიძემ. 

რამდენიმე დღის წინ კორონავირუსი დაუდასტურდა ''ერთიანი ნაციონალური მოძრაობის'' მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის მამას. ლევან ვარშალომიძემ ამის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა. ''კოვიდ 19“  დაუდასტურდა მამაჩემს, ამიტომ გამოკვლევა ჩავიტარე მეც, ტესტის პასუხი კი უარყოფითია,  საარჩევნო კამპანიას ჯანდაცვის ორგანიზაციის  წესების დაცვით  კვლავ ვაგრძელებ'' - დაწერა ლევან ვარშალომიძემ. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი