სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაცია, რომ თითქოს საქართველოს ტერიტორიის გავლით აზერბაიჯანში შეაქვთ იარაღი, არის დეზინფორმაცია და სიცრუე - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალიამ.
მისივე განმარტებით, საქართველომ დროებით შეაჩერა ნებართვების გაცემა სამხედრო ტვირთების გადაზიდვაზე. მინისტრის მოადგილემ მოუწოდა ყველას და მათ შორის სომხურ მხარეს, რომ არ აყვნენ დეზინფორმაციებს.