საუბნო საარჩევნო კომისიების მონიტორინგის შედეგები

04 ოქტომბერი 2020, 12:23 968 ნახვა

არასამთავრობო ორგანიზაციების გაერთიანება „ერთად არჩევნებისთვის“- საუბნო საარჩევნო კომისიების მონიტორინგს ახორციელებს. მესამე სექტორის მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით თბილისსა და  რეგიონებში რამდენიმე სახის დარღვევა გამოავლინეს. ამბობენ, რომ თბილისსა და რეგიონებში რამდენიმე სახის  დარღვევები გამოვლინდა,  საარჩევნო უბანზე კორონავირუსის გავრცელების საწინააღმდეგო წესები უგულებელყოფილია,  ზოგიერთი უბანი დაკეტილი დახვდათ   ან ადგილზე არ იმყოფებოდნენ პასუხისმგებელი პირები.

გაერთიანება „ერთად არჩევნებისთვის“ მოუწოდებს საქართველოს ცენტრალურ და საოლქო საარჩევნო კომისიებს ყურადღება მიაქციონ აღნიშნულ გარემოებებს,  ხოლო საუბნო საარჩევნო კომიიის წევრებს, რომ  უფრო მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდონ საკუთარ საქმიანობას და დაიცვან კოვიდ 19-ის პრევენციისთვის დაწესებული რეგულაციები.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

ამინდი