მდინარეში გადავარდნილი ავტომობილის მძღოლის ძებნაში დრონიც ჩაერთო

03 ოქტომბერი 2020, 15:00 1666 ნახვა

ისევ ეძებენ  ავტომობილის მძღოლს, რომელიც სოფელ სატეხიაში პირველ  ოქტომბერს გვიან ღამით ადიდებულ  მდინარეში გადავარდა. მაშველებმა ავტომობილი ამოიტანეს. მძღოლი კი რომელიც უმაღლესი საბჭოს თანამშრომელია და რომელიც სამსახურიდან სახლში ავტომობილით გადაადგილდებოდა ამ დრომდე არ ჩანს. სამძებრო სამაშველო ოპერაცია მდინარესა და ზღვაზე ერთდროულად მიმდინარეობს. 

სამუშაოებში ჩართულია დრონიც. არსებული ინფორმაციით, მანქანაში ორი მგზავრი იმყოფებოდა. ერთ-ერთმა  ავტომობილიდან გადმოსვლა მოახერხა. როგორც აჭარის უმაღლეს საბჭოში აცხადებენ, დაკარგული, სატრანსპორტო სამსახურის თანამშრომელია.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში