აჭარაში კორონავირუსის 360 ახალი შემთხვევა გამოვლინდა - გარდაიცვალა 1 ადამიანი 

03 ოქტომბერი 2020, 11:33 1223 ნახვა

აჭარაში კორონავირუსით ინფიცირების 360 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა ერთი პაციენტი. გარდაცვლილი 61 წლის ქალია, რომელიც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანა. მას აღენიშნებოდა „კოვიდ-19“, ორმხრივი პნევმონია, სუნთქვის უკმარისობა, მწვავე რესპირაციული დისტრეს სინდრომი, თირკმლის უკმარისობა, შოკი.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, პაციენტის მდგომარეობა კლინიკაში შეყვანისთანავე შეფასდა რთულად. პაციენტს ანამნეზში აღენიშნებოდა გულის უკმარისობა, შაქრიანი დიაბეტი, არტერიული ჰიპერტენზია, ჭარბი წონა. კლინიკაში გატარდა ყველა შესაბამისი ღონისძიება, თუმცა თანმდევი დაავადებების სირთულიდან გამომდინარე, პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

სამინისტროს ინფორმაციით, აჭარაში Covid კლინიკებში მკურნალობას გადის - 460 პაციენტი, 10 არასრულწლივანი, 17 ორსული.
რეანიმაციაში მოთავსებულია - 24 პაციენტი.

Covid სასტუმროებში-784, არასრულწლოვანი - 73.
ბინაზე 1000 პირი იმყოფება, რომლებიც ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ არიან.

აჭარაში კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების მართვაში ჩართულია 9 სამედიცინო დაწესებულება (კოვიდ კლინიკა, ცხელების ცენტრი). რეგიონში მობილიზებულია 600-ზე მეტი საწოლი.

ასევე, კოვიდ დადებითი პაციენტებისთვის გამოყოფილია 7 საკარნტინო სივრცე.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში