შიდა სასოფლო გზის მოწესრიგებას ითხოვენ სოფელ ჩელტაში მცხოვრებლები. ადგილობრივების თქმით, სოფელში 4 ოჯახთან დამაკავშირებელი გზა უხვი ნალექის გამო დაზიანდა. მათივე თქმით, საჭიროების შემთხვევაში გადაადგილება უჭირს ავტომობილებს.
მოსახლეობაა ამბობს, რომ დასახმარებლად ხელვაჩაურის მერიას არაერთხელ მიმართეს, თუმცა გზის დაზიანებული მონაკვეთი ამ დრომდე არ მოწესრიგებულა.