კორონავირუსით გარდაცვლილი 46-ე პაციენტი ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში მკურნალობდა

02 ოქტომბერი 2020, 12:24 1274 ნახვა

კორონავირუსით გარდაცვლილი 46-ე პაციენტი ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში მკურნალობდა. 69 წლის კაცს თანმხლები დაავადებები ქონდა, რის გამოც მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

კლინიკის სამედიცინო დირექტორის ნოდარ მაღლაფერიძის განცხადებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში კლინიკას ახალი კოვიდდადებითი პაციენტი არ მიუღია, ხოლო ვირუსი 6-მა პაციენტმა დაამარცხა.

"სამწუხაროდ, 46-ე გარდაცვლილი პაციენტი ჩვენს კლინიკაში მკურნალობდა, 69 წლის კაცი აფხაზეთიდან იყო და მისი მდგომარეობა კრტიკულად მძიმედ ფასდებოდა, მას თანმხლები დაავადებები ქონდა რის გამოც მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. ამ ეტაპზე,კლინიკას ახალი პაციენტები არ მიუღია. გვყავს 6 გამოჯანმრთელებული",- განაცხადა მაღლაფერიძემ.

ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში ვირუსი ჯამში 116-მა პაციენტმა დაამარცხა, ხოლო ორი შემთხვევა ფატალურად დასრულდა. ამ ეტაპზე, კლინიკის ბოქსირებულ განყოფილებაში 53 კოვიდდადებითი გადის მკურნალობას.

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი