100-მდე მაშველი მეწყერში მოყოლილ 5 ადამიანს ეძებს. მათ შორის სამი ერთი ოჯახის წევრი- დედა, მამა და მცირეწლოვანი ბავშვია, ორი კი სავარაუდოდ მანქანაში მსხდომი მოქალაქე.
სოფელ ჯოჭოში მეწყერმა მთლიანად მოიყოლა თედორაძეების საცხოვრებელი სახლი. ჯერ-ჯერობით მხოლოდ სახურავის ფრაგმენტი იპოვეს. უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები. პროცესში ჩართულია ცოცხალი ძალაც.