საარჩევნო უბნები მზადყოფნაშია

01 ოქტომბერი 2020, 21:04 1210 ნახვა

31 ოქტომბრის არჩევნებისთვის აჭარის სამ ოლქში ხმას 315 ათას 60 ამომრჩეველი მისცემს. მუშაობს 348 საუბნო კომისია.  წინა საპარლამენტო და უმაღლესი საბჭოს არჩევნებისგან განსხვავებით, ამომრჩეველთა რაოდენობა 6 ათასით არის გაზრდილი.

დღეს, უმაღლეს საარჩევნო კომისიაში, ოლქებში წარმომადგენლების შესარჩევად ხელახალი კონკურსი გამოცხადდა, რადგან კრიტერიუმები მხოლოდ 2-მა კანდიდატმა დააკმაყოფილა.

აპლიკანტს საარჩევნო მოხელის სერტიფიკატი და საარჩევნო სფეროში მუშაობის გამოცდილება მოეთხოვება. პროცესთან დაკავშირებით კითხვები და შენიშვნები ჰქონდა ოპოზიციური პარტიებიდან უსკოს წევრებს.

დღესვე მეორე ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზიაცია დარეგისტრირდა.

 

 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი