არჩევნების წინასწარი შედეგების თანახმად, საქართველოს მასშტაბით 50 მაჟორიტარულ ოლქში მეორე ტური ჩატარდება. მეორე ტური იქნება აჭარაშიც. 50 ოლქიდან 45-ში ერთმანეთს “ქართული ოცნება” და “ნაციონალური მოძრაობა” უნდა დაუპირისპირდეს. დღეს განმარტებები გახდა საჭირო კანონის იმ ნორმაზე, რა ხდება იმ შემთხვევაში თუ მეორე ტურს ერთერთი კანდიდატი ეთიშება? ჯერჯერობით საერთო აზრზე ვერ შეჯერდნენ.