''ერთიანი ნაციონალური მოძრაობის'' პარტიული სიის ათეული აჭარის უმაღლეს საბჭოში

01 ოქტომბერი 2020, 13:33 3861 ნახვა

''ერთიანი ნაციონალური მოძრაობის'' პარტიული სიის ათეული აჭარის უმაღლეს საბჭოში უკვე ცნობილია. საზოგადოებას კანდიდატები პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ვარშალომიძემ წარუდგინა. 

პროპორციული საარჩევნო სიის ათეულში არიან:

1. ელგუჯა ბაგრატიონი - აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი;

2. ​გიორგი კირთაძე - ბათუმის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე და ენმ-ს ბათუმის ორგანიზაციის ხელმძღვანელი;

3. გია აბულაძე - აჭარის განათლების ყოფილი მინისტრი. უმაღლესი საბჭოს დეპუტატი;

4. მედეა ვასაძე - იურისტი, აჭარის უმაღლესი საბჭოს ყოფილი წევრი;

5. ლევან ანთაძე - პროფესიით ექიმი, აჭარის ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი;

6. ირაკლი ჩავლეიშვილი - რესპუბლიკური პარტიის წევრი, ბათუმის საკრებულოს ყოფილი წევრი;

7. მამული სურმანიძე - ქობულეთის საკრებულოს წევრი. დაბა ოჩხამურის მაჟორიტარი დეპუტატი;

8. ასმათ დიასამიძე - აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი, პირველი სკოლის ყოფილი დირექტორი. უნივერსიტეტის ლექტორი; 

9. დავით კონცელიძე - ქედის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი;

10. მამუკა ჯევაიში

აჭარის უმაღლეს საბჭოში პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები არიან: გია აბულაძე, ელგუჯა ბაგრატიონი და გიორგი კირთაძე.

აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე და ''ერთიანი ნაციონალური მოძრაობის'' ერთ-ერთი ლიდერი, ლევან ვარშალომიძე 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში ბათუმის მაჟორიტარად იყრის კენჭს.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი