მარნეულში მომხდარ ფაქტს საქართველოს სახალხო დამცველი გამოეხმაურა. ომბუდსმენის აპარატის წარმომადგენლები სიტუაციის დეტალურად შესწავლისთვის ადგილზე გაემგზავრნენ. სახალხო დამცველის განცხადებაში წერია, რომ შსს-თან პირველადი კომუნიკაციით, გამოძიება ჟურნალისტური საქმიანობის ხელშეშლის მუხლით დაიწყო.