ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმი ბენო ჭელიძე კოვიდკლინიკად გადაკეთებული შენობის სრულად აღჭურვას ითხოვს. ექიმი ამბობს, რომ არსებული მდგომარეობა ქაოსურია და პასუხისმგებლობას რეგიონის მთავრობას და ჯანდაცვის სამინისტროს აკისრებს. ჭელიძე კონკრეტულ მაგალითსაც ასახელებს და ამბობს, რომ მრავალპროფილურმა სამედიცინო დაწესებულებამ კოვიდპაციენტს, რომელსაც დიალეზით მკურნალობა დასჭირდა, სამედიცინო მომსახურება ვერ გაუწია.
შედეგად რესპუბლიკური საავადმყოფოს ერთ-ერთი განყოფილების ხელმძღვანელი და დიალეზზე მყოფი 6 პაციენტი კოვიდით დაინფიცირდა. ექიმს გია კიკაბიძემ უპასუხა. რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორი კოლეგის მოსაზრებებს არ იზიარებს. ამბობს, რომ დიალიზის აპარატი კოვიდ კლინიკას დაემატება.