ქედაში კი აჭჰესის ჰიდროაგრეგატი სრულად განახლდა. პროექტის ფარგლებში, შეიცვალა ტურბინა და გენერატორი, დამონტაჟდა თანამედროვე მართვისა და მონიტორინგის სისტემა, რეკონსტრუქცია ჩაუტარდა ჰიგროაგრეგატის დეტალებსდა კვანძებს. შედეგად ჰესის სიმძლავრე 16 -დან 18,4 მგვტ- მდე გაიზარდა. “ენერგო-პრო ჯორჯიას“ მიერ განხორციელებული ინვესტიციის ოდენობა 12 მილიონი ლარია. განახლებული ჰიდროაგრეგატი კომპანიის დირექტორმა დაათვალიერა.