ენმ ''ქართულ ოცნებას'' საუბნო საარჩევნო კომისიების წინასწარ დაკომპლექტებაში ადანაშაულებს

29 სექტემბერი 2020, 11:02 1722 ნახვა

დღეიდან აჭარაში საუბნო საარჩევნო კომისიები მუშაობას იწყებენ.  საოლქო კომისიების მიერ  არჩეულმა და ასევე პარტიების დანიშნულმა წევრებმა  კომისიის თავმჯდომარეები, მოადგილეები და მდივნები უნდა აირჩიონ. 

''ნაციონალურ მოძრაობაში'' აცხადებენ, რომ  ისინი უბნებამდე უკვე შეარჩიეს ''ქართული ოცნების'' შტაბში და პროცესი იქნება ფორმალური. მირდატ ქამადაძე ამბობს, რომ მათ აქვთ სიები, რომლებიც  მმართველი პარტიის შტაბიდან მოიპოვეს. დღეს ეს სიები გაასაჯაროვეს და ხელისუფლება კანონდარღვევაში დაადანაშაულეს. ოპოზიცია ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებს მოუწოდებს   დაინტერესდნენ საკითხით.  

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი