ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოს კონკურენტულ და კარგად ორგანიზებულ არჩევნებს ულოცავს. განცხადებაში ნათქვამია, რომ არჩევნები წესრიგის დაცვით მინდინარეობდა, მაგრამ ადგილი ჰქონდა საარჩევნო უბნებში რამდენიმე ძალადობრივ ინციდენტს. “მტკიცედ ვგმობთ ძალადობისა და დაშინების ცალკეულ შემთხვევას და მოგიწოდებთ ყველა ამ ინციდენტის სრული და დაბალანსირებული გამოძიებისკენ კანონის უზენაესობის დაცვით.” - ნათქვამია განცხადებაში. საელჩო განმეორებით კენჭისყრასთან დაკავშირებით ყველა პარტიასა და მათ მხარდამჭერებს მოუწოდებს წყნარი და მშვიდობიანი გზით მიუდგნენ არჩევნებს.