ვიდრე აჭარაში სტაბილური ეპიდსიტუაცია არ გვექნება, სწავლის პროცესი დარჩება ონლაინ რეჟიმში - გამყრელიძე

28 სექტემბერი 2020, 15:30 1234 ნახვა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, აჭარაში ეპიდემიოლოგიური ვითარების დასტაბილურებამდე სასწავლო პროცესი ონლაინრეჟიმში გაგრძელდება.

„ჯერჯერობით, ვიდრე აჭარაში სტაბილური ეპიდსიტუაცია არ გვექნება, სწავლის პროცესი დარჩება ონლაინ რეჟიმში. რაც შეეხება რეგულაციების გამკაცრებას, იცით, რომ შეჩერდა ტრანსპორტი, შიდა მოძრაობა, ასევე 22:00 საათზე რესტორნების დაკეტვა და ზოგადად მობილობა. ხანდაზმულებისთვის, განსაკუთრებით აჭარაში გააჟღერეთ გზავნილი – დავრჩეთ სახლში“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში