დღეიდან საუბნო საარჩევნო კომისიების პირველი სხდომები გაიმართება

28 სექტემბერი 2020, 14:05 1115 ნახვა

დღეიდან საუბნო საარჩევნო კომისიების პირველი სხდომები იმართება. კომისიების წევრები ირჩევენ თავმჯდომარეს, მოადგილესა და მდივანს. ცესკოს პრეს-სპიკერის განცხადებით, სხდომებზე დასწრების უფლება აქვთ შესაბამის საარჩევნო უბანზე რეგისტრირებულ საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლებს, რაც არ ვრცელდება ცესკოსა და საოლქო საარჩევნო კომისიაში დანიშნულ სუბიექტის წარმომადგენლებზე.

სხდომებზე, ასევე, დასწრების უფლება აქვს რეგისტრირებულ სადამკვირვებლო და აკრედიტებულ მედია ორგანიზაციებს. ანა მიქელაძის განცხადებით, საუბნო საარჩევნო კომისიების ყველა სხდომა იმართება პანდემიის წესების სრული დაცვით.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი