კოვიდვითარება ოკუპირებულ აფხაზეთში

27 სექტემბერი 2020, 12:18 1429 ნახვა

ოკუპირებულ აფხაზეთში, კორონავირუსის 41 ახალი შემთხვევა დადასტურდა. გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსზე ტესტი 216 ადამიანს ჩაუტარდა. კოვიდ 19-ს კიდევ ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. 90 წლის პაციენტი გუდაუთის საავადმყოფოში გარდაიცვალა.

დე ფაქტო ხელისუფლების ინფორმაციით, ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 1 286-ს მიაღწია, აქედან გამოჯანმრთელებულია 369 და დაღუპულია 9 ადამიანი.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი