ადმინისტრაციული რესურსის არამართლზომიერად გამოყენების პრევენციისთვის საჭირო კურსს გაივლიან საჯარო მოსამსახურეები. სწავლება დისტანციური იქნება და განკუთვნილია აღმასრულებელ ხელისუფლებაში მყოფი ყველა რგოლის თანამშრომლისთვის.
შესაბამის მემორანდუმს ხელი უკვე მოეწერა. დოკუმენტი ცესკოს, საჯარო სამსახურის ბიუროს, იუსტიციის სამინისტროს, ასევე ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისსა და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორის კომისიას შორის ურთიერთთანამშრომლობას ითვალისწინებს.