უარი კვოტირების გაუქმების მოთხოვნაზე- „გირჩის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა

26 სექტემბერი 2020, 12:17 1240 ნახვა

საკონსტიტუციო  სასამართლომ  გენდერული კვოტირების შესახებ  სარჩელი არ დააკმაყოფილა. კერძოდ, სასამართლომ არაკონსტიტუციურად  ცნო „გირჩი“ს  სარჩელის ერთი ნაწილი, თუმცა, მეორე, რომლის მიხედვითაც პარტიულ სიაში ყოველი მეოთხე ქალი უნდა იყოს, კონსტიტუციურად მიიჩნია. მოსარჩელე  მიიჩნევდა, რომ საარჩევნო კოდექსში შეტანილი ცვლილება, რომლის მიხედვითაც პარტიები ვალდებულნი არიან სიაში ყოველი მე-4 ადამიანი განსხვავებული სქესის იყოს, მათთვის უფლებების შეზღუდვაა.

პარტიამ ამ წესის არაკონსტიტუციურად ცნობის შესახებ სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში 10 ივლისს დაარეგისტრირა. სადავო მუხლს, რომელსაც გირჩი ასაჩივრებდა, ის პარლამენტმა რამდენიმე თვის წინ დაამტკიცა. მოპასუხე მხარის განმარტებით,  სახელწიფოს დაეკისრა ქალებსა და მამაკაცებს შორის არსებითი თანასწორობის უზრუნველსაყოფად მიიღოს განსაკუთრებული ზომები. 

გირჩმა 31 ივლისს პარტიული სიის პირველი ათეული გამოაქვეყნა, სადაც ქალები ვერ მოხვდნენ. პარტიაში ამბობენ, რომ კანდიდატები პრაიმერიზის მეთოდოლოგიით შეარჩიეს. საარჩევნო რეფორმის თანახმად კი სიაში ყოველი მეოთხე განსხვავებული სქესის უნდა იყოს. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი