კანონპროექტი „მაჭახლის დაცული ლანდშაფტის შექმნის შესახებ“ პარლამენტში გადაიგზავნება

23 სექტემბერი 2020, 11:57 1495 ნახვა

„მაჭახლის დაცული ლანდშაფტის შექმნისა და მართვის შესახებ“ უმაღლესმა საბჭომ კანონპროექტი მიიღო. დასამტკიცებლად კი საქართველოს პარლამენტში გადაიგზავნება.

აგრარულ და გარემოს დაცვის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის,  ვახტანგ წულაძის თქმით,  კანონპროექტი ხელს შეუწყობს მაჭახლის ხეობის ტერიტორიაზე ტურისტულ-რეკრეაციული ინფრასტრუქტურის განვითარებასა და რეკრეაციული პოტენციალის სრულად ათვისებას.

რაც შეეხება ,,საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატან ცვლილებას, კანონპროექტის თანახმად, სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში, ხელვაჩაურის მერიას, როგორც მაჭახლის დაცული ლანდშაფტის მართვის ორგანოს ან მის მიერ უფლებამოსილ პირებს შესაძლებლობა ექნებათ შეადგინონ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები.

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი