კიდევ 2 გარდაცვლილი და 200-ზე მეტი ინფიცირებული - ასეთია დღეს კოვიდ 19-ის სტატისტიკა საქარველოში. 218 ახალი შემთხვევიდან აჭარას 137 უკავშირდება.
რაც შეეხება გარდაცვლილებს ერთ-ერთი 67 წლის კაცია, მეორე კი ქალი, რომელიც ბათუმიდან იყო და ქუთაისში კლინიკა „ბომონდში“ მკურნალობდა. მედიკოსების ინფორმაციით, ორივე პაციენტს თანმხლები დაავადებები აღენიშნებოდა.