ტოჩინოშინმა შემოდგომის ბაშოზე მეოთხე ორთაბრძოლა მოიგო

20 სექტემბერი 2020, 14:33 1742 ნახვა

იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში მიმდინარე შემოდგომის ბაშოს მერვე დღეს ტოჩინოშინმა მეოთხე გამარჯვება მოიპოვა.

ქართველის მეტოქე ოძეკი ტაკაკეიში იყო.

ლევანმა გამოცდილი მეტოქე მალევე დაამარცხა და მეოთხე გამარჯვება მოიპოვა, რითაც ბალანსი გაათანაბრა. ამ დროისთვის ტოჩინოშინს ბალანსი 4-4-ზე აქვს.

მისი შემდეგი მეტოქე მე-9 საბძოლო დღეს ოძეკი ასანოიამა იქნება.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში