„საქართველომ პანდემიას ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პასუხი გასცა“ - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა. თუმცა სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ პანდემიამ მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელება შეაფერხა, საიდანაც გამოსავალს საერთაშორისო თანამშრომლობასა და სოლიდარობაში ხედავს. ამბობს, რომ ქვეყნის სტრატეგიული პრიორიტეტები - უსაფრთხოება, ეკონომიკური განვითარება და დასაქმება, განათლება, ადამიანური კაპიტალი და ღია მმართველობა კვლავ მთავარ საკითხებად რჩება. საქართველოს პრეზიდენტი გაეროს ონლაინ ღონისძიებას „გაეროს მდგრადი განვითარების მიზნები - 2020“ დაესწრო, მისი თქმით, საქართველოსა და გაეროს შორის ხელი მოეწერება 2021-2025 წლების ახალი თანამშრომლობის ფორმატს, რომელიც ყურადღებას გაამახვილებს ”ადამიანის კეთილდღეობის, შესაძლებლობებისა და სოციალური თანასწორობის გაუმჯობესების“ ყოვლისმომცველ პრიორიტეტზე